კოლაბორაციონისტები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:19, 18 აპრილი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კოლაბორაციონისტები - (ფრანგული collaboration - თანამშრომლობა), პირები, რომლებმაც უღალატეს თავიანთი სამშობლოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივ ინტერესებს და II მსოფლიო ომის წლებში აშკარად ან ფარულად თანამშრომლობდნენ ფაშისტური გერმანიის საოკუპაციო ხელისუფლებასთან საფრანგეთის ტერიტორიაზე.
ტერმინი ფართოდ გავრცელდა მტერთან სხვადასხვაგვარი თანამშრომლობის გამოსახატავად. სინონიმია კვისლინგელები (ნორვეგია).