გიროკომპასი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:19, 6 ნოემბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
გიროკომპასი - სანავიგაციო გიროსკოპული ხელსაწყო, გეოგრაფიული მერიდიანის მიმართ მოძრავი ობიექტის მოძრაობის კურსის მაჩვენებელი.
გამოიყენება საფრენ აპარატებში და ხომალდებზე კურსის განსაზღვრისა და სანავიგაციო ორიენტირების მიმართულებების გაზომვისთვის, ხომალდის ავტომატური მართვისთვის კურსის მაჩვენებლად. აგრეთვე საბრძოლო და სხვა მანქანებზე რთულ პირობებში (წყალქვეშ, ცუდ გზებზე, ცუდი მხედველობისას) მათი მართვის უზრუნველსაყოფად.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი, 2017.