პასუხისმგებლობის რაიონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:36, 23 მაისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პასუხისმგებლობის რაიონი

1. სარდლობისთვის განსაზღვრული გეოგრაფიული რაიონი, რომლის ფარგლებში საბრძოლო ძალების სარდალს ოპერაციების დაგეგმვის და განხორციელების უფლებამოსილება აქვს.

2. სამხედრო-საზღვაო ძალების მოქმედების სფეროში მოწინააღმდეგის წინასწარ განსაზღვრული რაიონი, რომლის ფარგლებშიც ცნობილი ან გამოვლენილი მიზნების მიმართ მხარდამჭერი ხომალდები პასუხისმგებლები არიან საცეცხლე დაფარვა განახორციელონ. პატაკი, უფროსისთვის თანამდებობის პირის მიერ დაწესებული ფორმით წარდგენილი ზეპირი ან წერილობითი ოფიციალური მოხსენება. პასუხისმგებლობის რაიონში გადმოცემული უნდა იყოს საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან, სამსახურის წარმართვასთან და სხვა.

პასუხისმგებლობის რაიონის სახით ფორმდება ასევე სამხედრო მოსამსახურეების განცხადებები, წინადადებები და პირადი თხოვნა. პასუხისმგებლობა პირდაპირ მეთაურებს დაქვემდებარების მიხედვით, ქვევიდან ზევით, წარედგინება.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები