ადაპტაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:32, 2 ოქტომბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ადაპტაცია - (ლათინური adapto - შეგუება), ადამიანის და ტექნიკური მოწყობილობის შეგუება ახალი გამაღიზიანებლების და გარემოს ფაქტორების მოქმედებებთან ან საქმიანობის (ფუნქციონირების) შეცვლილ პირობებთან. ადაპტაციის დადებითი ეფექტია ახალ პირობებთან მდგომარეობის და ქცევის შესაბამისობა.


ცნობილია ადაპტაციის 3 დონე – ნაწილობრივი, საკმარისი და სრული.

ადამიანის ადაპტაციის ძირითადი სახეებია:

  • ბიოლოგიური;
  • ფიზიოლოგიური;
  • სოციალური;
  • ფსიქოლოგიური.

ტექნიკური მოწყობილობები ადაპტაციის პრინციპით იყოფა: თვითშეგუებადი, თვითორგანიზებადი და თვითშემსწავლელი.




წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი 2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები