ქსნის ბრძოლა 1625

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:42, 21 თებერვალი 2018-ის ვერსია, შეტანილი Labashidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქსნის ბრძოლა 1625 - ქართველების ბრძოლა სეფიანთა ჯარებთან. მარაბდის ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ ირანელთა სარდალმა ისა-ხან ყორჩიბაშმა 12 ათ. მეომარი აზერბაიჯანის ბეგლარბეგის შაჰბენდე-ხანის, შირვანის ბეგლარბეგის ყაზაყ-ხან ჩერქეზისა და უფლისწულ ხოსრო-მირზას (შემდეგში ქართლის მეფე როსტომი) მეთაურობით გაგზავნა არშის ციხის წინააღმდეგ, ხევში, სადაც ქართველებს პატიმრობაში ჰყავდათ ირანული ორიენტაცის თავადი ანდუყაფარ ამილახვარი და მისი მეუღლე – ისა-ხანის ასული. ირანელებმა ტყვეები გაათავისუფლეს და ქსნის ხეობით გამობრუნდნენ უკან, მაგრამ აქ მათ ქართველთა ლაშქარი დახვდა გიორგი სააკაძის მეთაურობით. სამდღიან ბრძოლაში ყიზილბაშთა დიდი ნაწილი გაანადგურეს. შაჰბენდე-ხანი მოკლეს, ყაზაყ-ხანი ტყვედ ჩავარდა. მხოლოდ ხოსრო-მირზამ მოახერხა მცირე რაზმით ალყის გარღვევა და თბილისში ჩამოსვლა. მან ისა-ხანს მიჰგვარა ანდუყაფარი და მისი მეუღლე.

ქსნის ბრძოლამ მნიშვნელოვნად გააქარწყლა ის უპირატესობა, რაც ირანელებმა მოიპოვეს მარაბდასთან გამარჯვებით. ისა-ხან ყორჩიბაშმა მალე დატოვა ქართლი, თუმცა თბილისში და ზოგ სხვა სტრატეგიულ პუნქტში ირანელთა გარნიზონები დატოვა.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები