გადასხმის ძალები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:33, 17 იანვარი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
გადასხმის ძალები - საზღვაო ძალების დროებითი ფორმირებები, რომლებიც განკუთვნილია საზღვაო დესანტის ზღვით გადასვლის, გადასხმისა და ნაპირზე მოქმედების მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად.
მის შემადგენლობაში შედიან:
- სადესანტო რაზმები,
- საცეცხლე მხარდაჭერის ხომალდების რაზმი;
- საავიაციო და სახომალდე დამრტყმელი და საძიებო-დამრტყმელი ჯგუფები;
- მტრალავი და უზრუნველმყოფი ჯგუფები;
- წყლის რაიონის დაცვის ხომალდების რაზმი და სხვა.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი, 2017.