საცეცხლე ოცეული
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
საცეცხლე ოცეული – საცეცხლე (საბრძოლო) ქვედანაყოფი, რომელიც შედის ბატარეის შემადგენლობაში. საცეცხლე ოცეულები არის ქვემეხების, ნაღმსატყორცნების, ტანკსაწინააღმდეგო, აგრეთვე ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის, თვითმავალი და სხვა. მოიცავს 2 და მეტ ქვემეხს (ნაღმსატყორცნებს, საბრძოლო მანქანებს). ჩვეულებრივ ბრძოლაში მოქმედებს ბატარეის შემადგენლობით ან მიეკუთვნება ქვეით ქვედანაყოფს და მოქმედებს მასთან ერთად.