გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შეიარაღებული ძალები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:03, 17 იანვარი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შეიარაღებული ძალები - გაეროს წევრი ქვეყნების საჯარისო კონტინგენტები, რომლებიც გამოყოფილია გაეროს წესდების თანახმად. მათი მოვალეობაა თავიდან აიცილონ ან აღმოფხვრან საფრთხე საერთაშორისო მშვიდობისა და უშიშროებისათვის ერთობლივი იძულებითი მოქმედების (სამხედრო ძალის დემონსტრირება, ბლოკადა და სხვა) გზით, თუ ეკონომიკური და პოლიტიკური ხასიათის ღონისძიებები არ იქნება საკმარისი. გადაწყვეტილებას ამ ძალების შექმნის, შემადგენლობის, გამოყენებისა და დაფინანსების შესახებ იღებს გაეროს უშიშროების საბჭო; სტრატეგიული ხელმძღვანელობა ევალება სამხედრო-საშტაბო კომიტეტს.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი, 2017.