დივიზიის არტილერია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
10:54, 2 მარტი 2018-ის ვერსია, შეტანილი Labashidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
დივიზიის არტილერია - საშტატო-საარტილერიო ნაწილები და ქვედანაყოფები, რომლებიც უშუალოდ ექვემდებარებიან დივიზიის მეთაურს. შეიარაღებაში აქვთ თვითმავალი და საბუქსირე საარტილერიო ქვემეხები (ნაღმსატყორცნები), ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები და ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსები. მოქმედებს დივიზიის მთავარი დაჯგუფების საცეცხლე ამოცანების გადასაწყვეტად და ქვეითი (მოტოქვეითი), სატანკო პოლკების (ბრიგადების) გაძლიერებისათვის მთავარ მიმართულებაზე.