შეჭრის არმია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:02, 29 მარტი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
შეჭრის არმია – სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების ნაწილი, რომელიც გათვალისწინებულია სხვა ქვეყანაზე უეცარი თავდასხმისთვის, დაფარვის ჯარების და მთავარი ძალების ნაწილის განადგურებისთვის, მობილიზაციის ჩაშლისთვის, სტრატეგიული ინიციატივის ხელში ჩაგდებისთვის, ტერიტორიის ნაწილის დაკავებისთვის, ხოლო ხელსაყრელ პირობებში ქვეყნის ომის მდგომარეობიდან გამოყვანისთვის. შეჭრის არმია იქმნებოდა II მსოფლიო ომის დაწყებამდე გერმანიაში, იტალიაში და იაპონიაში.