ავსტრია-იტალიის ომი 1866
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:54, 1 თებერვალი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ავსტრია-იტალიის ომი 1866 - იტალიის ეროვნულ-განმათავისუფლებელი ომი ავსტრიის წინააღმდეგ ქვეყნის გაერთიანებისათვის.
მიმდინარეობდა ავსტრია-პრუსიის ომის 1866 პარალელურად. მიუხედავად იტალიის ჯარების დამარცხებისა, პრუსიის არმიის მიერ ავსტრიელთა განადგურების გამო, ვენის ხელშეკრულებით (1866) ავსტრიამ იტალიას ვენეცია დაუთმო.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი2017