სან-მარტინი ხოსე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:41, 1 მაისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სან-მარტინი ხოსე (San-Martin) (1778–1850) – ესპანეთის ამერიკული კოლონიების განმათავისუფლებელი ომის (1810–26) ერთ-ერთი ხელმძღვანელი. არგენტინის ეროვნული გმირი.
სამხედრო განათლება მიიღო ესპანეთში, სადაც შემდეგ მონაწილეობდა ნაპოლეონ I-ის ჯარებთან ბრძოლაში. 1812 წელს დაბრუნდა სამშობლოში, იბრძოდა არგენტინის გასათავისუფლებლად ესპანელთა ბატონობისაგან, ანდების არმიის მთავარსარდალი.
1816–18 წლებში ესპანელები განდევნა ჩილედან. 1820–22 წლებში სან-მარტინმა ილაშქრა პერუში და გაათავისუფლა ესპანელთა ჯარებისაგან.
1821–22 წლებში სათავეში ედგა პერუს პირველ მთავრობას.