გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამხედრო დამკვირვებლების მისია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:54, 8 ნოემბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამხედრო დამკვირვებლების მისია - მსოფლიო თანამეგობრობის წარმომადგენლობა, რომელიც საერთაშორისო კონფლიქტების რაიონებში გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით შეიქმნა (1948).


მიზანი: სამხედრო-პოლიტიკური და ოპერატიული ვითარების, ცეცხლის შეწყვეტის ან დაზავების შეთანხმებების შესრულების, აგრეთვე მსოფლიოსთვის საფრთხის აცილების ან ლიკვიდაციის ზომებზე ინფორმაციის დროული, ობიექტური მიღება. მშვიდობის აღდგენის და შენარჩუნების ოპერაციების ერთ-ერთი ფორმა.


თავის ამოცანებს ასრულებს სტაციონარული და მოძრავი საგუშაგოებიდან დაკვირვებით, დემილიტარიზებული ზონების და ჯარების დისლოკაციის რაიონების პატრულირებისა და ინსპექტირების, ადგილობრივი მცხოვრებლების გამოკითხვის გზით. გაეროს ამ მისიის დაკომპლექტება ხორციელდება უპირატესად ოფიცრებით, რომლებსაც გაეროს წევრი ქვეყნები შესაბამისი შეთანხმებების საფუძველზე გამოყოფენ.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი, 2017.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები