გეოდეზიური ქსელი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:51, 2 ნოემბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
გეოდეზიური ქსელი - დედამიწის ზედაპირზე გეოდეზიური პუნქტების სისტემა, რომელთა ურთიერთგანლაგება განსაზღვრულია კოორდინატების ერთიან სისტემაში აბსოლუტური სიმაღლეების გეოდეზიური აზომვების საფუძველზე.
გამოიყენება ტოპოგრაფიული გადაღებების გეოდეზიურ დასაბუთებად, მთელი რიგი საინჟინრო-ტექნიკური ამოცანების შესასრულებლად, ჯარების ტოპოგეოდეზიური უზრუნველყოფისთვის, დედამიწის ფორმისა და ზომების შესასწავლად.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი, 2017.