დემარში
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
დემარში – (ფრანგული demarche, სიტყვასიტყვით – გამოსვლა), დიპლომატიურ პრაქტიკაში სახელმწიფოს მთავრობის, საგარეო საქმეთა უწყების ან დიპლომატიური წარმომადგენლის მიმართვა მეორე სახელმწიფოს მთავრობისადმი.
დემარში შეიძლება სხვადასხვანაირი იყოს როგორც ფორმით (ნოტა, მემორანდუმი, განცხადება და სხვა), ისე შინაარსით (თხოვნა, პროტესტი, გაფრთხილება, მუქარა - გარდა ძალისმიერი მუქარისა, რაც საერთაშორისო სამართლით აკრძალულია).
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი, 2017