რაიონის თავდაცვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:11, 12 აპრილი 2018-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რაიონის თავდაცვა – თავდაცვის ხერხი, რომელიც გათვალისწინებულია ნატოს და დასავლეთის ზოგი სახელმწიფოს არმიის წესდებით. გულისხმობს დაკავებული ზღუდის ან ადგილმდებარეობის რაიონის შეუპოვარ შენარჩუნებას, მოწინააღმდეგის შემოტევის მოგერიებას და მისთვის მაქსიმალური ზარალის მიყენებას. მაგალითად, აშშ-ის არმიაში, მოქმედი დოკუმენტების თანახმად, პოზიციურ თავდაცვას ეწოდება „რაიონის თავდაცვა“ და იგი შეიძლება გამოყენებულ იქნეს უმთავრესად ტაქტიკური (ოპერატიულ-ტაქტიკური) მიზნებისთვის სხვადასხვა ძალების მიერ, ქვედანაყოფებიდან შენაერთებამდე.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები