ამბრაზურა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:47, 7 დეკემბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ამბრაზურა (ფრანგული embrasure – სათოფური), თავდაცვით ნაგებობებსა და ჯავშნიან კოშკებში დატანებული სარკმელი ქვემეხით, ნაღმსატყორცნით და ტყვიამფრქვევით ცეცხლის დასაშენად. ამბრაზურის ფორმა და ზომა დამოკიდებულია იარაღის სახეობაზე, სროლის სექტორზე და სხვა.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი, 2017.