საზენიტო საშუალებათა ცეცხლის სისტემა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
საზენიტო საშუალებათა ცეცხლის სისტემა – მიმართულებების, სიმაღლეების და ზღუდეების მიხედვით დაგეგმილი და ორგანიზებული საზენიტო-სარაკეტო, სარაკეტო-საარტილერიო, საზენიტო-საარტილერიო და საზენიტო-სატყვიამფრქვევო ქვედანაყოფების ცეცხლის სისტემა. იგი გამოიყენება საჰაერო მოწინააღმდეგის გასანადგურებლად, ჯარების, ობიექტების და რაიონების დასაცავად. მას ექვემდებარება იქმნება საბრძოლო ამოცანის, საჰაერო თავდაცვის ჩანაფიქრის, არსებული ძალების, საშუალებების და ადგილმდებარეობის შესაბამისად.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი2017