ზღვის დახურული რაიონი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:37, 15 დეკემბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ზღვის დახურული რაიონი - ტერიტორიული წყლების რაიონი, რომელშიც ზღვისპირა სახელმწიფო დროებით ან მუდმივად კრძალავს (ზღუდავს) თავისი და უცხოეთის გემების ნაოსნობას, ასევე მათ გარკვეული სახეობის საქმიანობას.
ტერიტორიული წყლების ფარგლებს გარეთ სახიფათო მოქმედებების (მაგალითად რაკეტების გამოცდის) განხორციელებისას ცხადდება არა ზღვის დახურული რაიონი, არამედ ნაოსნობისათვის სახიფათო რაიონები, რომელთა რეჟიმმა არ უნდა მოუტანოს ზიანი ღია ზღვის თავისუფლების პრინციპს.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი,2017