შასი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
შასი - (ფრანგული - chassis)
1. საფრენი აპარატის საყრდენების ერთობლიობა, რომლებიც საჭიროა ხმელეთის, წყლის, თოვლის და ყინულის ზედაპირიდან აფრენის დროს გაქანებისთვის, ხოლო დაფრენისას – გარბენისა და დამუხრუჭებისთვის. ყველაზე დიდი გავრცელება პოვა თვლიანმა შასიმ (სამსაყრდენიანი, ველოსიპედური და მრავალსაყრდენიანი). შეიძლება გამოიყენონ აგრეთვე თხილამურებიანი ან თავკავიანი (მსუბუქ ვერტმფრენებზე).
2. თვლიანი ან მუხლუხა მანქანის ჩარჩო (კორპუსი) ტრანსმისიის აგრეგატებით, სავალი ნაწილით და მართვის მექანიზმებით.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი2017