დინამიტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:57, 5 დეკემბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
დინამიტი - (ფრანგული dynamite < ბერძნული dynamis-სგან - ძალა), ბრიზანტული ფეთქებადი ნარევი, რომელიც ნიტროგლიცერინისა და დანამატებისაგან (პირომჟავა, ხის ფქვილი, დინიტროგლიკოლი და სხვა) მზადდება.
დინამიტის თვისება განისაზღვრება მისი კომპონენტების შეფარდებით. ყველაზე მძლავრი დინამიტის სიმჭიდროვე შეადგენს 1,6გრ/სმ3, აფეთქების სიმხურვალე 6,5მ.ჯ./კგ, დეტონაციის სიჩქარე 8კმ/წმ. გამოგონებულია დანიელი ა. ნობელის მიერ 1867 წელს.
XX საუკუნის შუა წლებამდე გამოიყენებოდა სამთო საქმეში, მაგრამ მაღალი მგრძნობელობის გამო შეიცვალა ნაკლებად საშიში ფეთქებადი ნივთიერებით. სამხედრო საქმეში გავრცელება ვერ პოვა.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი, 2017