რადიოელექტრონული შენიღბვა
რადიოელექტრონული შენიღბვა – შენიღბვის სახეობა. ორგანიზაციული და ტექნიკური ღონისძიებების კომპლექსი, რომელიც მიმართულია მოწინააღმდეგის რადიოელექტრონული დაზვერვის ეფექტიანობის შესამცირებლად. რადიოელექტრონული შენიღბვა არის აკუსტიკური (ჰიდროაკუსტიკური, ბგერითი), მაგნიტომეტრული, ოპტიკურ-ელექტრონული, რადიოლოკაციური და რადიოშენიღბვადი, სითბურ და თერმოვიზუალური. რადიოელექტრონული შენიღბვა წარმოებს აქტიური რადიოელექტრონული საშუალებების ენერგეტიკული და დროებითი ფარულობის ამაღლებით; სამხედრო ობიექტების და ტექნიკის ფიზიკური ველების დონის შემცირებით. ასევე ადგილმდებარეობის რელიეფის, ბუნებრივი პირობების და ამინდის, ხელოვნური ნისლის, წვიმების, აეროზოლების ნიღბების და სატაბელო სანიღბავი კომპლექტების გამოყენებით. რადიოელექტრონული შენიღბვა ხდება სითბური და რადიოსითბური დაზვერვის ხელსაწყოების “დაბრმავებით”; მოწინააღმდეგის რადიოელექტრონული დაზვერვის საშუალებების მართვის ხაზებისათვის აქტიური და პასიური დაბრკოლებების შექმნით; რადიოფარდის მეთოდების გამოყენებით.