აგაგი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:03, 3 ივლისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
აგაგი – (დაახლ. ძვ.წ. XI-X სს.), ამალეკების ბიბლიური მეფე. დამარცხდა ისრაელის მეფე საულთან ბრძოლაში, რომელმაც განაადგურა ამალეკები და აგაგი ტყვედ წაიყვანა ისრაელში, სადაც ის წინასწარმეტყველმა და ისრაელის უკანასკნელმა მსაჯულმა, სამუელმა მოკლა.
აგაგის სახელი ჯერ კიდევ მოსეს წიგნებშია მოხსენებული, როგორც ამალეკი მეფეების ერთიანი სახელწოდება, როგორც ეგვიპტის მეფეებისა ფარაონი, ხოლო ფილისტიმელი მეფეებისა აბიმელექი. შესაძლოა აგაგი უბრალოდ ამალეკი მეფეების ტიტული იყო.