განვითარების აშლილობა სპეციფიკური მეტყველებისა და ენის
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:40, 2 აგვისტო 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
განვითარების აშლილობა სპეციფიკური მეტყველებისა და ენის - (F80), (developmental disorder, specific of speech and language), მეტყველების დაუფლების ჩვეულებრივი სტერეოტიპის დარღვევა, რომელიც განვითარების ადრეულ სტადიაზე იწყება.
აშლილობა არ შეიძლება აიხსნას ნევროლოგიური პათოლოგიით ან მეტყველების წარმოქმნის მექანიზმის პათოლოგიით, სენსორული დარღვევებით, ჭკუასუსტობით ან გარეშე ფაქტორებით. ენისა და მეტყველების სპეციფიკურ აშლილობას ხშირად თან სდევს პრობლემები, მაგ.: კითხვის ან წერის დროს გაჩენილი სიძნელეები, ინტერპერსონალური ურთიერთობების დარღვევები, ემოციებისა და ქცევის აშლილობები.