ლოტოსი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ლოტოსი – ეგვიპტურ, ინდურ და შორეულ აღმოსავლურ მითოლოგიაში ლოტოსი წარმოდგენილია როგორც მდედრული საწყისის სიმბოლო, ან როგორც წიაღი, საიდანაც იბადება სიცოცხლე, ნაყოფიერება. იგი წარმოდგენილია როგორც ღმერთების ტახტისა და სამეფო ხელისუფლების სიმბოლო. ეგვიპტურ კოსმოგონიაში გაშლილი ლოტოსიდან ამოდის მზე და ანათებს წყვდიადში ჩაფლულ სამყაროს. სამყაროს შემქმნელმა პრაჯაპატიმ წყლის სიღრმიდან ამოტანილი მიწა მოათავსა ლოტოსის ფურცელზე და მასზე, როგორც სამყაროს საფუძველზე, თავადაც დამკვიდრდა.