არალეგალური ფსიქოაქტიური საშუალება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:12, 10 აგვისტო 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
არალეგალური ფსიქოაქტიური საშუალება - (illicit drug), ნებისმიერი ფსიქოაქტიური საშუალება, რომლის წარმოება, გაყიდვა ან გამოყენება აკრძალულია.
ამ ცნების მკაცრი განსაზღვრების მიხედვით, არალეგალურად ითვლება არა თვითონ ფსიქოაქტიური ნივთიერება, არამედ მისი წარმოება, გაყიდვა ან გაყიდვა გარკვეულ ვითარებაში და ამა თუ იმ ქვეყანაში. უფრო ზუსტად, ტერმინით „არალეგალური ფსიქოაქტიური საშუალება“ განისაზღვრება ნებისმიერი ფსიქოაქტიური ნივთიერების წარმოება, გავრცელება და გაყიდვა, რომელიც სცილდება კანონიერების ფარგლებს.