გამღიზიანებლობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:39, 2 აგვისტო 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
გამღიზიანებლობა - (irritability), მდგომარეობა, რომელიც ჭარბი გაღიზიანებით, შეუწყნარებლობითა და სიბრაზით ხასიათდება. აღინიშნება ქრონიკული ტკივილებისა და დაღლილობის დროს და, აგრეთვე, შეიძლება იყოს ხასიათის ცვლილების კლინიკური გამოვლინებაც, რომელიც ხანდაზმულობას, თავის ქალას ტრავმას, ეპილეფსიას, მანიაკალურ-დეპრესიულ აშლილობას უკავშირდება.