დისთიმია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:18, 3 აგვისტო 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
დისთიმია - (F34.1), (dysthymia), აშლილობა, ხასიათდება გუნებ-განწყობის ქრონიკული დათრგუნვით (დეპრესიით), რაც რამდენიმე წელი გრძელდება, მაგრამ მისი გამოხატულების ხარისხი და ცალკეული ეპიზოდების ხანგრძლივობა არ არის საკმარისი, რომ დაისვას რეკურენტული დეპრესიული აშლილობის დიაგნოზი.
პათოფსიქოლოგიაში ტერმინი გამოიყენება ნევროტიზმის მაღალი დონის მქონე ინტროვერსიულ პირებში გამოვლენილი აფექტური და ობსესიური სიმპტომების ჯგუფის აღსანიშნავად.