ეპილეფსიური განმუხტვები ეეგ-ზე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:00, 25 ივლისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ეპილეფსიური განმუხტვები ეეგ-ზე - (epileptic discharges in the EEG), ეპილეფსიური შეტევის დროს ეეგ-ზე აღინიშნება ლოკალიზებული ან გენერალიზებული დამახასიათებელი ცვლილებები „სპაიკები“ (მახვილი ტალღები, ხანგრძლივობა 20-70 მწ) და ნელი ტალღების ჩათვლით.
შეტევებს შორის ჩაწერილ ეეგ-ზე, ეპილეფსიის ნიშნებად წარმოდგენილია სპაიკების და ტალღების პაროქსიზმები, გენერალიზებული „სპაიკები“, ფოკალური „სპაიკები“, მახვილი ტალღები (ხანგრძლივობა 70-200 მწ) ან მახვილი და ნელი ტალღების ლოკალიზებული კომპლექსი. შეტევებს შორის ნორმალური ეეგ არ გამორიცხავს ეპილეფსიის არსებობას და, თუ დაავადების არსებობის ეჭვი კლინიკური ნიშნების საფუძველზე ჩნდება, აუცილებელია მაპროვოცირებელი მეთოდების გამოყენება, მაგ.: ჰიპერვენტილაცია და ფოტოსტიმულირება.