ტრიქოტილომანია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:09, 23 აგვისტო 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ტრიქოტილომანია - (F63.3), (trichotillomania), ჩვევათა და მიდრეკილებათა ერთ-ერთი აშლილობა, რომელოც თმის საფარის საგრძნობი შემცირებით ხასიათდება, რაც თმების იმპულსური ამოპუტვის შედეგია, მაგრამ ბოდვასა და ჰალუცინაციებთან დაკავშირებული არ არის.
თმის ამოპუტვას, ჩვეულებრივ, წინ უსწრებს დაძაბულობის შეგრძნება, რომელიც ამოპუტვის შემდეგ დაკმაყოფილებითა და შვებით ამოსუნთქვის შეგრძნებით იცვლება.