შთაგონებადობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:25, 14 სექტემბერი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
შთაგონებადობა - (syggestibility), მიდრეკილება სხვათა მიერ გამოთქმული ან დემონსტრირებული აზრების, მრწამსის, ქცევათა სტერეოტიპების უკრიტიკოდ მიღებისა.
შთაგონებადობა შესაძლოა გაძლიერდეს გარკვეული გარემო პირობების, სამკურნალო წამლებისა და ფსიქოაქტიური ნივთიერებების ზემოქმედების შედეგად, ასევე ჰიპნოზის მდგომარეობაში. ნეგატივისტური ქცევის მიმართ ზოგჯერ გამოიყენება ტერმინი „ნეგატიური შთაგონებადობა“.