ნეიროცირკულარული ასთენია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:33, 4 სექტემბერი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ნეიროცირკულარული ასთენია - (F45.3), (neurocirculatory asthenia), 1918 წელს Oppenheimer-მა და Rothschild-მა ამ ტერმინით აღწერეს სინდრომი, რომელიც აერთიანებს ადვილად დაღლას, გამღიზიანებლობას, შესუნთქვის გაძნელებას, გულის არეში ტკივილს, თავბრუსხვევას ფიზიკური დატვირთვისას ან პოზის შეცვლისას. თავდაპირველად აშლილობა შეამჩნიეს სამხედრო ჰოსპიტალების პაციენტებს პირველი მსოფლიო ომის დროს. იგი პრაქტიკულად არ განსხვავდებოდა უკვე აღწერილი „ჯარისკაცის გულისა“ (Myers, 1870) ან დაკოსტას სინდრომისაგან (1871). დღეს სამივე აშლილობა განიხილება როგორც შფოთვითი აშლილობის გამოვლინება.