სექსუალური სიმწიფის აშლილობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:58, 13 სექტემბერი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სექსუალური სიმწიფის აშლილობა - (sexual malturation disorder), საკუთარ სქესობრივ იდენტურობასა და სექსუალურ ორიენტაციაში ეჭვის შეტანა, რომელსაც თან სდევს მეორადი შფოთვა ან დეპრესია. ხშირად აღინიშნება მოზარდებში, რომლებსაც საკუთარ ჰომოსექსუალურ, ჰეტეროსექსუალურ ან ბისექსუალურ ორიენტაციაში ეპარებათ ეჭვი, აგრეთვე იმ პირებში, რომლებსაც სტაბილური სექსუალური ორიენტაციის პერიოდში ჩამოყალიბებული ხანგრძლივი ურთიერთობების შემდეგ ეცვლებათ სექსუალური ორიენტაცია.