პერსევერაცია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:20, 28 სექტემბერი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
პერსევერაცია არის ერთი და იმავე აზრის მუდმივად და უადგილოდ გამეორება. ამ დარღვევის დადგენა პიროვნების მეტყველებისა და ქმედებების შესწავლით ხდება. კერძოდ, მარტივი შეკითხვების თანმიმდევრულად დასმისას პაციენტმა შეიძლება სწორად უპასუხოს პირველ შეკითხვას, მაგრამ შემდგომ კითხვებზე შეუსაბამოდ იგივე პასუხი გაიმეოროს. პერსევერაციას ვხვდებით დემენციისა და შუბლის წილის დაზიანებისას; თუმცა, სხვა დაავადებების დროსაც აღინიშნება.