დიდბაია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დიდბაია

დიდბაია – (Caltha palustris L.); ოჯახი: ხარისძირასებრნი (Helleboraceae). მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღეროს სიმაღლე 10-40 სმ-ია. შეფოთლილი, ფოთლები თირკმლის ფორმისაა, კიდეებზე – მსხვილკბილა. ფოთლები – 5-10, გრძელყუნწიანი. ყვავილსაფარი ყვითელია, ფურცლები – ელიფსური ან მოგრძო-უკუკვერცხისებური. ყვ. ნაყ. IV-VI. ტყის ზედა და სუბალპური სარტყლის დაჭაობებული ადგილების ფართოდ გავრცელებული მცენარეა. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია სტორის ხეობაში, ლაგოდეხის ნაკრძალში. სპორადულად მთელი საქართველოს მაღალმთიანეთშია გავრცელებული.




წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები – 400 სახეობის მცენარე და 402 ფოტო; სარკვევზე იმუშავა კახაბერ სუხიტაშვილმა; რედაქტორი მაია ახალკაცი, თბილისი 2016.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები