ძაღლის ენა (Cynoglossum L.)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:39, 12 აპრილი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ძაღლის ენა (Cynoglossum L.) – ოჯახი: ლაშქარასებრნი (Boraginaceae). ორწლიანი ბალახოვანი მცენარეა, შებუსულია ქეჩისებური მონაცრისფრო ბეწვით. ღერო სწორია, მარტოული და დატოტვილი, 30-100 სმ სიმაღლის. ფესვთანური ფოთლები ლანცეტაა, ქვედა ფოთლები ყუნწშია ჩაზრდილი, ზედა ფოთლები მჯდომარეა. ხვეულები მრავალყვავილიანია, გვირგვინი მუქი მეწამულია. ყვ. ნაყ. V-VI. მცენარე იზრდება მშრალ, ქვიან ადგილებში, მინდვრებსა და ტყეებში, ტყის პირასა და ბუჩქნარებში. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია მდინარე ალაზნის ჭალაში. ცნობილია საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში.
წყარო
კახეთის რეგიონის მცენარეები – 400 სახეობის მცენარე და 402 ფოტო; სარკვევზე იმუშავა კახაბერ სუხიტაშვილმა; რედაქტორი მაია ახალკაცი, თბილისი 2016.