კავკასიური ნაღველა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კავკასიური ნაღველა

კავკასიური ნაღველა – (Gentianella caucasea [Lodd. Ex. Sims] Holub); ოჯახი: ნაღველასებრნი (Gentianaceae). ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა. 5-20 სმ სიმაღლის ღერო დატოტვილია და სწორი. ტოტები სწორია ან ირიბი. ფოთლები კვერცხისებურია. ყვავილები ყუნწიანია, იღლიური და განვითარებულია ზედა ფოთლების ძირში. ყვავილი მეტწილად იისფერია. ხახაში ფოჩისებური რგოლია განვითარებული. ყვ. ნაყ. VII-X. სუბალპური და ალპური სარტყლების მცენარეა. იზრდება სხვა ბალახოვან ფორმაციებში, ასევე გაძოვილ და დასარევლიანებულ საძოვრებზე. მისი ნახვა შესაძლებელია კახეთის კავკასიონსა და თუშეთის დაცულ ტერიტორიაზე.




წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები – 400 სახეობის მცენარე და 402 ფოტო; სარკვევზე იმუშავა კახაბერ სუხიტაშვილმა; რედაქტორი მაია ახალკაცი, თბილისი 2016.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები