ცოცხამაგარა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
10:44, 12 აპრილი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ცოცხამაგარა - (Lythrum salicaria L.); ოჯახი: ცოცხამაგარასებრნი (Lythraceae). მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. მთელი მცენარე შებუსულია. სიმაღლე – 30-200 სმ, სწორად მდგომი. სამ-სამი ან ოთხ-ოთხი ფოთოლი პირისპირ ან რიგ-რიგად არის განლაგებული, ფორმით კვერცხისებურიდან ლანცეტამდე გვირგვინის ფურცლები მეწამული ფერისაა. ყვ. ნაყ. VI-VIII. მცენარე გავრცელებულია ტენიან ადგილებში, წყალსატევების, ტბების, ჭაობებისა და მდინარეების ნაპირას. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია ყველგან. გავრცელებულია მთელ საქართველოში.
წყარო
კახეთის რეგიონის მცენარეები – 400 სახეობის მცენარე და 402 ფოტო; სარკვევზე იმუშავა კახაბერ სუხიტაშვილმა; რედაქტორი მაია ახალკაცი, თბილისი 2016.