ჯადვარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯადვარი

ჯადვარი – (Orchis purpurea subsp. Caucasica [Regel] B. Baumann & al.); ოჯახი: ჯადვარისებრნი (Orchidaceae). მცენარის ღერო 30-80 სმ სიმაღლისაა. ფოთლები ღეროს ძირთანაა თავმოყრილი, 3-6 ელიფსურ-ლანცეტა ფორმის, ბლაგვი; მათ ზემოთ ვაგინაა, რომელიც ფოთლის მსგავსია, გრძელი და წაწვეტებული. ყვავილედი გრძელია, ხშირ და მრავალყვავილიანი. თანაყვავილები ხასიათდება მუქი მეწამული ფერის წინწკლებით, რომელიც ვარდისფერ ფონზეა მოფენილი; ზოგჯერ ეს წინწკლები ერთმანეთს უერთდება და მთლიან ლაქადაა წარმოდგენილი. ტუჩი მოთეთროა ან ვარდისფერი, მუქი მეწამული ფერის წინწკლებით მოფენილი. მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ყვ. ნაყ. V-VI. იზრდება ტყეებში, ნესტიან ადგილებში. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია სოფ. შაქრიანის, ქალაქ თელავისა და სოფ. ქვემო ალვანის მიდამოებში. გავრცელებულია მთელ საქართველოში.



წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები – 400 სახეობის მცენარე და 402 ფოტო; სარკვევზე იმუშავა კახაბერ სუხიტაშვილმა; რედაქტორი მაია ახალკაცი, თბილისი 2016.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები