შორვალა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შორვალა

შორვალა – (Vincatoxicum amplifolius C. Koch = Vincatoxicum scandens Sommier & Levir); ოჯახი: ღვერდკეცისებრნი (Asclepiadaceae). მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, 180 სმ-მდე სიმაღლის. ღერო ხვიარაა, წვრილად შებუსული, ფოთლები ფორმით კვერცხისებურია ან ლანცეტა. ქვედა ფოთლები დიდი ზომისაა. ყვავილედი იღლიური მტევანია, გვირგვინის ნაკვთები ოდნავ ხორცოვანია, სამკუთხა, მურა-მოშავო ან მომწვანო. ყვ. ნაყ. V-VIII. მცენარე იზრდება მთის ქვედა და შუა სარტყლების ტყეებში, ბუჩქნარებში. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია თელავის მიდამოებში, სოფელ მატანის მიდამოებში, ბაბანეურის ნაკრძალში. გავრცელებულია მთელ საქართველოში.



წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები – 400 სახეობის მცენარე და 402 ფოტო; სარკვევზე იმუშავა კახაბერ სუხიტაშვილმა; რედაქტორი მაია ახალკაცი, თბილისი 2016.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები