წითელი ტიტა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წითელი ტიტა

წითელი ტიტა – (Tulipa eichleri Regel); ოჯახი: შროშანისებრნი (Liliaceae). მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ყვავილი წითელია, ალისფერი, სწორად მდგომი. ყვავილსაფრის ფოთლები წაწვეტებულია, შიგნიდან შავი ლაქითაა დაფარული, რომელიც ყვითელი არშიითაა გარშემოვლებული. ფოთლები. ჩვეულებრივ – 3, უფრო ხშირად – ხუჭუჭაკიდეებიანი. ღერო 10-50 სმ სიმაღლისაა, ყვავილი ყუნწიანად მოკლე ბუსუსით შემოსილი. ყვ. ნაყ. V-VI. მცენარე კავკასიის ენდემია. იზრდება მთის ქვედა სარტყელში მშრალ, ქვიან ეკოტოპებზე, სტეპებში. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე. საქართველოში გავრცელებულია შიდა და ქვემო ქართლში.




წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები – 400 სახეობის მცენარე და 402 ფოტო; სარკვევზე იმუშავა კახაბერ სუხიტაშვილმა; რედაქტორი მაია ახალკაცი, თბილისი 2016.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები