წიწინაური (Polygala transcaucasica)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
10:17, 12 აპრილი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
წიწინაური – (Polygala transcaucasica); ოჯახი: წიწინაურისებრნი (Polygalacaceae). მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, შიშველია ან სუსტად შებუსული. ღერო შეფოთლილია, წამოწეული ან სწორი. ფოთლები ხაზურ-ლანცეტაა, ზედა ფოთლები – ხაზური. ყვავილედი კენწრული მტევანია. გვირგვინი მეწამულ-იისფერია ან მოთეთრო. ყვ. ნაყ. V-VIII. დაბლობისა და მთისწინეთების მცენარეა, იზრდება ველებზე და ბუჩქნარებში. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია ყველგან. გავრცელებულია აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოში.
წყარო
კახეთის რეგიონის მცენარეები – 400 სახეობის მცენარე და 402 ფოტო; სარკვევზე იმუშავა კახაბერ სუხიტაშვილმა; რედაქტორი მაია ახალკაცი, თბილისი 2016.