სამწყობრო მომზადება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სამწყობრო მომზადება – პირადი შემადგენლობის მიერ სამხედრო მზადყოფნის, სიმარჯვის და ამტანობის, კომანდების სწრაფად და სწორად შესრულების, იარაღით და იარაღის გარეშე სამწყობრო ილეთების შესრულების შესწავლა. ასევე – ქვედანაყოფების, ნაწილების, ხომალდების სხვადასხვა მწყობრში შეთანხმებული მოქმედება.
სამწყობრო მომზადება მოიცავს: ცალკეულ სამწყობრო მომზადებას, ქვეითი და მანქანებზე მყოფი ქვედანაყოფების, ნაწილების შეთანხმებულ სამწყობრო მოქმედებებს, სამწყობრო დათვალიერებას.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი2017