სამხედრო-პოლიტიკური არასტაბილურობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სამხედრო-პოლიტიკური არასტაბილურობა – სახელმწიფოთა შორის სამხედრო-პოლიტიკური ურთიერთობის არამდგრადი, კონფლიქტური ფორმა. შესაძლებელია კონფლიქტური სიტუაციის მოლაპარაკებების გზით დარეგულირება, ან მისი ესკალაცია და შეიარაღებულ კონფლიქტში შემდგომი გადაზრდა.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი2017