სამხედრო დაპირისპირება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სამხედრო დაპირისპირება – სახელმწიფოთა (სახელმწიფოთა კოალიციების) ურთიერთოებები, რომლებიც ხასიათდება მათი სამხედრო დაპირისპირებით. სამხედრო დაპირისპირების შინაარსი დამოკიდებულია მიზნებზე, რომლებსაც სახელმწიფოები (სახელმწოფოთა კოალიციები) ისახავენ:
- სამხედრო უპირატესობის მიღწევა;
- ერთი სახელმწიფოს (სახელმწიფოთა კოალიციის) მეორეზე პოლიტიკური ზეწოლა;
- აგრესიის მოგერიების დროს საკუთარი სუვერენიტეტის შეიარაღებული დაცვა;
- სამხედრო თავდასხმის მზადყოფნის დემონსტრირება.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი 2017