ფრენის სიმაღლე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ფრენის სიმაღლე - ვერტიკალური მანძილი საფრენი აპარატიდან ნულოვანი ზედაპირის დონემდე.
შეიძლება იყოს: აბსოლუტური - ზღვის დონის მიხედვით:
- ფარდობითი - იზობარული ზედაპირის დონემდე (760 მმ. ვ.წ. სვეტის);
- ჭეშმარიტი - ზედაპირამდე, რომლის ზევით მიფრინავს საფრენი აპარატი.
ფრენის სიმაღლე იყოფა:
- ზღვრულად მცირე - 200 მ-დე,
- მცირე - 1000 მ-დე,
- საშუალო - 1000-4000 მ-დე,
- დიდი - 4000-12000 მ-დე,;
- სტრატოსფერული -12000-40000 მ-დე
- მეზოსფერული - 40000-80000 მ-დე.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი 2017