გარისის ბრძოლა 1556

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:46, 1 ნოემბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გარისის ბრძოლა 1556 - ბრძოლა ქართველებსა და ირანელ დამპყრობლებს შორის.

ქართლის მეფე ლუარსაბ I-მა არ ცნო ირან-ოსმალეთის 1555 წლის ამასიის ზავი, რომლის მიხედვით აღმოსავლეთ საქართველო ირანის, ხოლო დასავლეთ საქართველო – ოსმალეთის სამფლობელოდ გამოცხადდა. ირანის შაჰმა, თამაზ I-მა, ლუარსაბის წინააღმდეგ ბრძოლა დაავალა ამიერკავკასიის ყიზილბაშ ხანებს განჯის ბეგლარბეგის, შაჰვერდი-სულთან ზიად ოღლის, მეთაურობით.

1556 წელს შაჰვერდი-სულთანი ქართლში შემოიჭრა. ქართველები სოფ. გარისთან შეეგებნენ მტერს. ლაშქარს ლუარსაბ I -ის ვაჟი, სიმონი, სარდლობდა. თვითონ მეფეს ხანდაზმულობის გამო ბრძოლაში მონაწილეობა არ მიუღია და მცირე ამალით ბრძოლის ველის ახლოს იმყოფებოდა.

ქართველებმა მტერი სასტიკად დაამარცხეს და გააქციეს, მაგრამ ლტოლვილი ყიზილბაშების ერთი ჯგუფი ლუარსაბ I -ის ამალას გადაეყარა. შეტაკებაში მეფე მოკლეს.

წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი, 2017.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები