ეკიპირება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:44, 20 აპრილი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ეკიპირება - (ფრანგული equiper – მოწყობა, მომარაგება), სამოსი, სამხედრო აღჭურვილობისა და სხვა ქონების კომპლექტი, რომელსაც სამხედრო მოსამსახურე ატარებს და თან დააქვს. საბრძოლო ამოცანების და სპეციალობის მიხედვით შეიძლება მოიცავდეს სათვალთვალო, დაზვერვის, კავშირის და ნავიგაციის სხვადასხვა საშუალებებს; დაცვის ინდივიდუალურ საშუალებებს; რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის საშუალებებს, სპეციალურ, საინჟინრო და სამედიცინო საშუალებებს; სასურსათო მარაგს, აგრეთვე საძილე ტომარას, გადასარჩენ პირადი დაცვის კომპლექტებს, გასაბერ ნავს, სახის გრიმს და სხვა.