საბრძოლო ეფექტიანობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:20, 29 იანვარი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
საბრძოლო ეფექტიანობა – ჯარების (ძალების) და სამხედრო ტექნიკის გარკვეული შემადგენლობით შესრულებული საბრძოლო (საცეცხლე) ამოცანების შეფასების შედეგი. დგინდება გათვალისწინებული დროის მანძილზე სამხედრო ტექნიკის და გასროლების (გაშვებების) რაოდენობით; დასაზიანებელი ფართობის ან გასანადგურებელი მიზნების რიცხვის მათემატიკური ლოდინით; სამხედრო ტექნიკის, საბრძოლო მასალების და დროის საჭირო რაოდენობით, რომელიც აუცილებელია განსაზღვრული ამოცანის შესრულებისათვის მიზნის დაზიანების და ჯარების მოქმედების უზრუნველყოფისათვის.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი2017