საბრძოლო მზადყოფნის ხარისხი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:37, 29 იანვარი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
საბრძოლო მზადყოფნის ხარისხი – ჯარების (ძალების) შესაბამისი დოკუმენტებით დადგენილი მდგომარეობა, რომლის მიხედვითაც მოთხოვნილ ვადაში შეიძლება მოემზადონ საბრძოლო ამოცანის შესასრულებლად.
საბრძოლო მზადყოფნის ხარისხის დადგენა ხდება, ჯარების (ძალების) საბრძოლო მზადყოფნის უწყვეტად შესანარჩუნებლად, ხოლო საჭიროებისას – მომზადების დონის ასამაღლებლად. ჯარები (ძალები) თანამიმდევრულად გადაჰყავთ ერთი ხარისხიდან მეორე, უფრო მაღალ ხარისხში ან შემოჰყავთ დადგენილ ხარისხთაგან ნებისმიერი.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი2017